Tuesday, June 2, 2015

               1-ლი ივნისი საგარეჯოს რაიონში
     პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.ერთ-ერთი ის დღე,როცა ბავშვები ყველაზე მეტად ბედნიერები და მხიარულები უნდა იყვნენ.სწორედ,ამ მიზეზით საქართველოს მაშტაბით  კონცერტები გაიმართა,მათ შორის საგარეჯოს ცენტრალურ მოედანზეც მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისა და მისი ,,ლიდერთა კლუბის" ინიციატივით, საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების, მუნიციპალიტეტის გამგეობის, მისი ახალგაზრდული სამსახურისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის, სკოლების დირექციების მხარდაჭერით.არ შემიძლია არ ავღნიშნო,თუ რაოდენ დიდი შრომა გასწია თითოეულმა ადამიანმა რომ ეს დღე ლამაზი და სიხარულის მომტანი ყოფილიყო ბავშვებისთვის.
     კონცერტის დაწყებამდე ხალხი მოგროვდა,მაგრამ ვერ გაეგოთ სად წასულიყვნენ.ბავშვები გავაფრთხილეთ,რომ სცენაზე არ ამოსულიყვნენ,მაგრამ სამწუხაროდ ყველა სცენისკენ იწევდა და საშინელი ქაოსი შეიქმნა.სცენის წინ ტერიტორია გვჭირდებოდა,რადგან სხვადასხვა ქორეოგრაფიულო ნომრები სცენის დაბლა უნდა ჩატარებულიყო.აქაც ქაოსი შეიქმნა,რადგან ავტომობილის მძღოლებმა,რომლებიც გაფრთხილებულნი იყვნენ,რომ თავიანთი ავტომანქანები იქ არ უნდა დაეყენებინათ,მაინც დააყენეს.ქალბატონმა თამარ ჯაბადარმა რამოდენიმეჯერ მიმართა მათ და როგორც იქნა ბოლოს სცენის მიმდებარე ტერიტორია გაათავისუფლეს.
     როგორც იქნა დაიწყო კონცერტი,მაგრამ რატომღაც ხალხი ოვაციებით არ შეგვხვდა.წესით ყველას ბედნიერი სახე უნდა ჰქონდა,რადგან ამისთვის ყველა საშუალება იყო.ბავშვებს შეეძლოთ ფერადი ცარცებით  ასფალტზე დაეხატათ,დაეთვალიერებინათ იქვე გამოფენილი ნახატები.კონცერტზე იყვნენ სხვადასხვა მულტფილმის გმირებიც,მაგრამ  ღიმილი და სიხარული არც ბავშვებისთვის შემიმჩნევია და არც მათი მშობლებისთვის.
    კონცერტის მიმდინარეობისას ჩემდა სასიხარულოდ ბავშვები გავახალისეთ,მაგრამ მათ მშობლებს მაინც ვერაფერი ვუშველეთ.წამყვანები ხშირად მოუწოდებდნენ საზოგადოებას,რომ პატარა მონაწილეები აპლობისმენტებით დაემხნევებინათ,მაგრამ ხალხს ესეც ეზარებოდა.
    ხალხი უფრო გამოცოცხლა , როცა გამოვაცხადეთ რომ ტკბილეული უნდა დაგვერიგებინა.ბავშვების ბრბო სცენას მიაწყდა და ძლივს მოვახერხეთ მათი შეჩერება.დაახლოებით ნახევარ საათში რამოდენიმე ბავშვი,ნაყინის ყუთებით ხელში, სხვადასხვა მხარეს საზოგადოებისკენ გაემართა,რათა ნაყინები დაერიგებინათ.მათ შორის მეც.არასდროს დამავიწყდება თუ როგორ გამოექანნენ ბავშები ჩემსკენ.ყველა ნაყინს მთხოვდა,ზოგი ყუთში ხელებს მიყოფდა.ვცდილობდი მათგან თავი დამეცვა და ვაფრთხილებდი რომ ნაყინი ყველას შეხვდებოდა.მათ ჩემი სიტყვები არ ესმოდათ,რადგან ბრბოდ იყნენ ქცეულნი და მხოლოდ "-ნაყინი", "-მეც მინდა!", "-მომეცის" გაიძახოდნენ. ნელ-ნელ უკან-უკან ვიხევდი და ვფიქრობდი ცოცხალი დავაღწევდი თუ არა ამ ბავშვებისგან თავს.იმდენი ქნეს ნაყინის ყუთი გაიხა.ნაყინები ჩემს წინ დაიყარა და უეცრად დაახლოებით 20 ბავშვი საზარლად ეცა,ყველა ცდილობდა რაც შეიძლება მეტი აეღო.
   ამგვარ სიტუაციაში ყველა ის ადამიანი აღმოვჩნდით ვინც ვცდილობდით,რომ ბავშვები კიდევ უფრო გაგვემხიარულებინა ნაყინებით.მათ კი რამის შეგვჭამეს.
   როგორც იქნა ძალიან ლამაზი და მხიარული კონცერტი დამთავრდა...
   მივიხედე და რას ვხედავ.2 საათის წინ მოსუფთავებულ და ცარცით გალამაზებულ ასფალტზე,ცარიელი ნაგვის ურნებიდან რამოდენიმე მეტრში,აქა-იქ უამრავი ნაყინის გაღალდია მობნეული. 
   საშინელი გრძნობა დამეუფლა ამ სურათის შემხედვარეს.საზოგადოებას,რომლისთვისაც უამრავი შრომა გავწიეთ,კონცერტზე მოვიწვიეთ და ნაყინითაც გავუმასპინძლდით ასე გადაგვიხადეს მადლობა.ალბათ აპლობისმენტები,რომლესაც ხალხს მთელი კონცერთის განმავლობაში ვთხოვდით,რომ არ დაეშურებინათ ეს იყო.
  
   ხომ შეიძლება ერთხელდასამუდამოდ ისწავლოთ როგორ უნდა მოიქცეთ?
  
   ხომ შეიძლება ადამიანების შრომა დააფასოთ?
   
   ნუთუ არ შეგიძლიათ რომ გაიღიმოთ,უფრო მეტად პოზიტიურები იყოთ და მეტი სითბო გასცეთ?თქვენი შვილების გამო მაინც გააკეთეთ ეს.რა მაგალითს აძლევთ თქვენი ქცევებით მათ არ დაფიქრებულხართ? 

   ისწავლეთ რაციონალურად აზროვნება !